Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მისთვის უცნობია გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცების მკურნალობის შესახებ


საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ, მას შემდეგ, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა, თქვა, რომ იქ 49 COVID-ინფიცირებული მკურნალობს. „ჩემი მიზანი იყო, რომ გავცნობოდი ყველაზე სერიოზულ პაციენტებს, შეგვემუშავებინა ერთობლივი ზომები კვლევის მენეჯმენტის“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვას, ინფიცირებული სამხედროები მკურნალობენ თუ არა სამხედრო ჰოსპიტალში, ცერცვაძე ასე პასუხობს: „ამის შესახებ მე არაფერი ვიცი. 49 პაციენტიდან ყველა არ გაგვივლია. ის პაციენტები, რომლებიც მე გამაცნეს, რომლებიც არიან შედარებით მძიმე, მათ შორის ერთი კრიტიკული და რამდენიმე მძიმე, სადაც საჭირო იყო რაღაც გადაწყვეტილების მიღება, მთ შორის, არცერთი სამხედრო არ ყოფილა“. როგორც კლინიცისტი აღნიშნავს, გორის სამხედრო ჰოსპიტალს ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

რამდენიმე დღის წინ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულია თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი. ტელეარხის ცნობით, ისინი კარანტინს იმ შენობაში გადიოდნენ, სადაც კორონავირუსი თავდაცვის სამინისტროს ექვს თანამშრომელს გასულ თვეს დაუდასტურდა. როგორც ტელეკომპანია იტყობინებოდა, შენობაში კარანტინს სულ 40 თანამშრომელი გადიოდა და ყველა მათგანი საერთო სველი წერტილებით სარგებლობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG