Accessibility links

თენგიზ ცერცვაძე: საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკისშემცველია და ამას სამეცნიერო დადასტურება არ სჭირდება.

„გამოვდივართ იქიდან, რომ ეს სენსიტიური თემაა და ყველანი პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ეს საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ ესაჭიროება“, - უთხრა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რას ფიქრობს იგი ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე საერთო კოვზით ზიარების შესახებ.

„ზოგადად მეცნიერებაში და მედიცინაში მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს და შესაბამისად, ამის შესახებ მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 17 აპრილს ჟურნალისტის შეკითხვას, ზიარების კოვზი არის თუ არა ვირუსის გადამტანი.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG