Accessibility links

ირანი დაიმუქრა, რომ გაანადგურებს აშშ-ის სამხედრო გემებს


ირანის სამხედრო კატარღები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემ Paul Hamilton-ის სიახლოვეს. 2020 წ. 15 აპრილი.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალმა ჰოსეინ სალამიმ განაცხადა, რომ ირანი გაანადგურებს აშშ-ის სამხედრო გემებს, თუკი ისინი მის უსაფრთხოებას დაემუქრებიან.

ახლახან აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედროებს მოუწოდა, გაანადგურონ ირანის ხომალდები, თუკი ისინი ხელს შეუშლიან აშშ-ის გემებს სპარსეთის ყურეში.

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ირანის კატარღები სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემს.

ირანსა და აშშ-ს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა მიმდინარე წლის დამდეგს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა სამხედრო ოპერაცია განახორციელა ბაღდადში და მოკლა ირანის მაღალი რანგის გენერალი ყასემ სოლეიმანი. ამ ოპერაციას მოჰყვა ირანის მიერ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზის დაბომბვა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული სამხედრო დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG