Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ სოციალური და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინოს


საქართველოს მთავრობა დღეს, 24 აპრილს წარმოადგენს კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ზომებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია მხოლოდ ის, რომ შემდეგი ეტაპი მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.

ხელისუფლებამ დღეს უნდა წარმოადგინოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების - ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმაც.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი მოიცავდა მოსახლეობისთვის 3 თვის კომუნალური გადასახადების დაფარვას, 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევას, ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას და მოქალაქებისა და ბიზნესისთვის საბანკო სესხების მომსახურების 3 თვით გადავადებას.

საქართველოს მთავრობის განცხადებითვე, შემდეგ ეტაპზე, ქვეყნის ეკონომიკისთვის საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან მოიზიდა 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი.

საქართველოს პარლამენტის, როგორც მთავრობაზე ზედამხედველი ორგანოს ოპოზიციური ფრაქციები მოითხოვენ, რომ ანტკრიზისული გეგმა ფართო მსჯელობის და შეთანხმების საგანი გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG