Accessibility links

აშშ ეკონომიკის დასახმარებლად დაფინანსებას ზრდის


აშშ-ის სენატის შემდეგ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც მხარი დაუჭირა ეკონომიკის დასახმარებლად დამატებით 484 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

ამ თანხიდან 300 მილიარდზე მეტი მოხმარდება კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მცირე ბიზნესისთვის შეღავათიანი კრედიტების პროგრამას და დანარჩენი ჯანდაცვის სისტემას.

ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი ძალაში შევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერისთანავე.

მარტში აშშ-მა ეკონომიკის მხარდასაჭერად 2,5 ტრილიონი დოლარი გამოყო.

კორონავირუსის პანდემიამ ამერიკის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. კომპანიების მასობრივად დახურვის გამო, ბოლო 5 კვირის განმავლობაში უმუშევრობის შემწეობისთვის სახელმწიფოს მიმართა დაახლოებით 26 000 000-მა ამერიკელმა.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა COVID-19-ით დაავადების და გარდაცვალების შემთხვევებით. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 886 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 50 000-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG