დღეს გადადგომის შესახებ გამოაცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით.
დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ახალ ხელმძღვანელს წარადგენს ახალი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია, რომლის ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართა.
მარტში ჩატარებულ, ე.წ. რიგგარეშე არჩევნებამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ მის მთავრობაში „პრემიერ-მინისტრის“ თანამდებობას დაიკავებს აფხაზეთის ყოფილი „პრეზიდენტი“ ალექსანდრე ანქვაბი.
დაწერეთ კომენტარი