Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 1 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ჯერ უცნობია


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ანუ 23 აპრილის დილიდან, 24 აპრილის დილამდე საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს და მისი ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის.

24 აპრილის დილის მონაცემებით, ამ კლინიკაში მკურნალობენ 42 პაციენტს. მათგან მძიმე, თუმცა სტაბილურია 17-ის მდგომარეობა.

„პირველი თებერვლიდან დღემდე 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა ჩვენს ცენტრში როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 56“, - უთხრა დღეს, 24 აპრილს მედიას მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG