Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდიში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს


ზუგდიდში, ახალგაზრდა კაცის დაჭრაში ბრალდებული პირი სავარაუდოდ, უკვე დაკავებულია. თუმცა, შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

დანაშაული წუხელ მოხდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ქუჩაში დაჭრეს. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ორ პირს შორის შელაპარაკება ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG