Accessibility links

site logo site logo

ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15-მდე პაციენტი დატოვებს


ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან 17 პაციენტის პირველადი ტესტირების შედეგებზე უარყოფითი პასუხებია მიღებული. როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა ჟურნალისტებს, ამ დროისათვის კლინიკაში ელოდებიან 13 პაციენტის განმეორებით პასუხებს:

„ველოდებით განმეორებით 13-ს და ალბათ უახლოეს საათებში დატოვებს დაახლოებით 15 პაციენტი კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი განმარტებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 86 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 8 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულია 2 პაციენტის მდგომარეობა.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG