Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მმართველ ფრაქციას ეთათბირება ვიცე-პრემიერად მისი შესაძლო დანიშვნის საკითხზე


საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ წევრებს.

ის შეეცდება, დაარწმუნოს დეპუტატები, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე.

მანამდე სააკაშვილმა გააცხადა, რომ ზელენსკიმ მას შესთავაზა ვიცე-პრემიერის თანამდებობა რეფორმების საკითხებში.

24 აპრილს ვერხოვნა რადა რიგგარეშე სხდომას მართავს. სააკაშვილის კანდიდატურის საკითხი დღის წესრიგში არ არის.

როგორც „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ევჰენია კრავჩუკმა განაცხადა, სააკაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან შეხვედრის შემდეგ, რიგგარეშე სხდომამდე.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი, 2019 წლის 29 მაისს დაბრუნდა უკრაინაში, სადაც ის 2018 წლის თებერვლის შემდეგ არ იყო ნამყოფი. მანამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს დაუბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც მას 2017 წლის ივლისში ჩამოერთვა მაშინდელი პრეზიდეტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG