Accessibility links

სომხეთი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოსმალეთის იმპერიაში ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლის ხსოვნას მიაგებს პატივს


სომხეთში გვიან ღამით, 23 აპრილს გამორთეს ქუჩის განათება და ეკლესიების ზარების ხმა ისმოდა ოსმალეთის იმპერიაში მეოცე საუკუნის დასაწყისში სომეხთა ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად.

ჩირაღდნებით სვლა, რომელიც ყოველწლიურად იმართება ხოლმე, კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. ჩაკეტილია ასევე მისასვლელი წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსთან, სადაც ჩვეულებრივ მიდიოდნენ ხოლმე ადამიანები ხოცვა-ჟლეტის დროს დახოცილების ხსოვნისადმი პატივისცემის გამოსახატად.

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ „სომეხთა გენოციდიდან 105-ე წლისთავი აღინიშნება პროტოკოლის თანახმად, რომელიც პანდემიამ გვაიძულა“. 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და სომხური ეკლესიის მამამთავარმა, კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ მემორიალთან ყვავილები მიიტანეს.

სომხეთმა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის გამო.

პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთში, ანატოლიაში ხოცვა-ჟლეტის დროს მილიონ-ნახევარი სომეხი იქნა მოკლული. არაერთი ისტორიკოსი, ასევე სომხეთი და 30-ზე მეტი ქვეყანა ხოცვა-ჟლეტას გენოციდად აფასებს. თურქეთი სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG