სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა შემოწმების შედეგად გამოვლენილი 7 საეჭვო შემთხვევიდან, კოვიდინფექცია ლაბორატორიულად არცერთს არ დაუდასტურდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდებიან.
ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული.
ჯამში, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.
ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.
დაწერეთ კომენტარი