Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ანქვაბი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გახდა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალმა "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ "პრემიერ-მინისტრად" დანიშნა ალექსანდრ ანქვაბი.

მანამდე, სრული შემადგენლობით გადადგა დე ფაქტო მთავრობა ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით.

დღემდე ალექსანდრ ანქვაბი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის - სახალხო კრების დეპუტატი იყო. 2011-2014 წლებში ეკავა "პრეზიდენტის" თანამდებობა. 2005-2012 წლებში ანქვაბზე განხორციელდა 6 შეიარაღებული თავდასხმა. არცერთი მათგანი გამოძიებული არ არის.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე მოქმედი ე.წ. მთავრობა დე ფაქტო პრეზიდენტად 2019 წელს არჩეული რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციის შემდეგ ჩამოყალიბდა. ხაჯიმბას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა მისი გადადგომა და 2020 წლის 22 მარტს ხელახალი "საპრეზიდენტო არჩევნები", რომელშიც ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG