Accessibility links

დავითაშვილი: პროდუქტებზე მაღალი ფასის მოთხოვნა სახელმწიფო სუბსიდირებას ნიშნავს, რაც წარმოუდგენელია


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მაღალი ფასის მოთხოვნა ნიშნავს, რომ სუბსიდირება სახელმწიფომ უნდა მოახდინოს, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი ვერ აუვა.

„მაისი არის თვე, როდესაც საქართველოში შემოდის ახალი, ცოცხალი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ქართული აგრარული წარმოების მნიშვნელოვანი პროდუქტებია. გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ლოგიკურია გაზრდილი ფასის მოლოდინი, მაგრამ დღეს მოხმარების და, შესაბამისად, მოთხოვნის ნაწილი შესუსტებულია. დღეს მოთხოვნა ისეთივე არ არის, როგორც ეს გასულ, 2019 წელს იყო“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისი კომენტარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.

ფერმერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმ ფასზე, რომელთაც მათ საბითუმო რეალიზატორები სთავაზობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG