Accessibility links

კორონავირუსის პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა „როლინგ სტოუნზს“ ახალი სიმღერის შექმნაში


Rolling stones - კონცერტი „ერთად შინ “

კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალვებს და შეზღუდვებს შეეძლო ხელი შეეშალა ლეგენდარული როჯჯგუფის „როლინგ სტოუნზისთვის“, დაეგეგმა მომავალი ტურნე, მაგრამ მუსიკის „კეთებაზე“ უარი ჯგუფს პანდემიამ ვერ ათქმევინა. 23 აპრილს მან გაავრცელა რვა წლის მანძილზე თავისი პირველი ორიგინალური კომპოზიცია სახელწოდებით, „ცხოვრება აჩრდილების ქალაქში“, რომლის ავტორები არიან მიკ ჯეგერი და გიტარისტი კეით რიჩარდსი.

მიუხედავად იმისა, რომ მელოდია უკვე შექმნილი იყო კორონავირუსის გავრცელებამდე, სანამ ქალაქების ქუჩები დაცარიელდებოდა, ოთხწუთიანი ნაწარმოები ოდნავ გადაკეთდა და დროს მოვარგეთ, განუცხადა Apple Music-ს მიკ ჯეგერმა.

ჯეგერს და რიჩარდს ისეთი გრძნობა ჰქონდათ, რომ ტექსტი: „არასად მივდივარ /მოკეტე სიმარტოვეში /რამდენ დროს ვკარგავთ /მივჩერებივართ მობილურ ტელეფონს“, სახლებში დარჩენილებს, ვისაც ჯგუფი უყვარს, მოეწონებოდათ სწორედ იმ დროს, როცა დედამიწის ყოველი მეხუთე ადამიანი შინაა გამოკეტილი, რათა შეჩერდეს ვირუსის გავრცელება, რომლითაც 2,7 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, და რომელმაც 191 ათასი იმსხვერპლა.

ჯეგერის თქმით, სიმღერა დაიწერა იმაზე, რომ ადამიანი ცხოვრობს სადღაც, სადაც სიცოცხლე სჩქეფდა, მაგრამ ახლა სიცოცხლე აღარაა. „იზოლაციის მიუხედავად, ჯგუფი შეეცადა, აქტიური ყოფილიყო“, განაცხადა ჯეგერმა.

„როლინგ სტოუნზმა“ ამას წინათ მონაწილეობა მიიღო ინტერნეტკონცერტში სახელწოდებით „ერთად შინ “.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG