Accessibility links

გახარია: დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს.

გიორგი გახარიას თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ასეთი 350 ათასი ადამიანია. მათ დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 460 მილიონი ლარი გამოიყოფა.

საქართველოს მთავრობა წარმოადგენს კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ზომებს.

ხელისუფლებამ დღესვე წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების - ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმასაც.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG