Accessibility links

საქართველოს 3 მილიარდი დოლარის უცხოურ რესურსზე ექნება წვდომა


საქართველოს დაუფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორიოსო მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცისას.

მისი სიტყვებით, საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-მა, ევროკავშირმა საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტები შესთავაზეს და „ჩვენ ვიყავით და ვართ ერთადერთი ქვეყანა კრიზისის პერიოდში, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები და საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის მიმართულებით მოიპოვა 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარის დახმარების გარანტიები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობამ მოიპოვა გარანტიები, რომ კერძო სექტორს ექნება წვდომა 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებით თანხაზე.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკას, კერძო სექტორს და მთავრობას თუ დასჭირება დამატებითი ლიკვიდობა, ჩვენ გვაქვს წვდომა 3 მილიარდი დოლარის რესურსზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობა წარმოადგენს კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ზომებს.

ხელისუფლება დღესვე წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების - ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმასაც.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG