Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანახმად, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ერთჯერადად დაეხმარება ადამიანებს, რომლებიც იდენტიფიცირებულები იქნებიან, როგრც თვითდასაქმებულები.

„რა თქმა უნდა, უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი ოფიციალურ ბაზებში არ აღირიცხებიან. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სოციალური სამსახურების დახმარებით, მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, თვითდასაქმებულთა დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 75 მილიონი ლარი იქნება. ასეთ შემთხვევაში ერთჯერადი 300 ლარის მიღება 250 000 ადამიანს შეეძლება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG