Accessibility links

თალიბანმა უარყო ქაბულის წინადადება რამადანის დროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე


სუჰაილ შაჰინი

თალიბანი უარყოფს ავღანეთის ხელისუფლების შეთავაზებულ წინადადებას რამადანის დროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რასაც ექსტრემისტული დაჯგუფება უწოდებს „არარაციონალურს“ იმ ფონზე, როდესაც მხარეებს შორის გრძელდება უთანხმოება სამშვიდობო პროცესის გარშემო.

ასეთი შეთავაზება ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა 23 აპრილს გააკეთა წმინდა რამადანის თვის დაწყებასთან დაკავშირებით და ასევე ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო.

ორგანიზაცია თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუჰაილ შაჰინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას ავღანეთის ხელისუფლების მხრიდან უწოდა „არარაციონალური და არადამაჯერებელი“ იმ დროს, როდესაც რისკის ქვეშ დგას ათასობით პატიმრის სიცოცხლე კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ადგილი აქვს უთანხმოებას და საფრთხე ექმნება სამშვიდობო პროცესს, - დაწერა ტვიტერში თალიბანის წარმომადგენელმა.

აშშ-სა და თალიბანს შორის 29 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმებით, ავღანეთის მთავრობამ უნდა გაუშვას 5000 თალიბი მეომარი, რაც ნდობის მოპოვების ზომაა სამშვიდობო მოლაპარაკების წინ, რომლის მიზანიც 18-წლიანი ომის დასრულებაა ავღანეთში.

თალიბანი, თავის მხრივ, აპირებს გაათავისუფლოს ავღანეთის მთავრობის ათასი მეომარი და სამოქალაქო მუშაკი.

ჯერჯერობით პატიმრების გაცვლის პროცესი ნელა მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG