Accessibility links

ბოსნიის სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო მოხუცებსა და არასრულწლოვნებზე დაწესებული შეზღუდვები


ბოსნია-ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო კორონავირუსის პანდემიის გამო მოხუცებსა და არასრულწლოვნებზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები.

ამ გადაწყვეტილების ფონია აშშ-სა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარე დებატები, თუ რამდენად არის რელევანტური დიდი ჯგუფის ადამიანების გამოყოფა და მათი ხანგრძლივი ვადით ოთხ კედელს შორის გამოკეტვა.

ბოსნიის სასამართლოს 22 აპრილის დადგენილებაში ნათქვამია, რომ ოფიცილურ პირებს არ განუმარტავთ, თუ რატომ ატარებენ მოხუცები და ბავშვები კორონავირუსის ინფექციით დასნებოვნებისა და გავრცელების უფრო მაღალ რისკს, ვიდრე სხვა სოციალური ჯგუფი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბოსნიაში ასევე კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ამ ასაკობრივი შეზღუდვის მოქმედების ვადა და არ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ რეგულარულად შეაფასოს ვითარება, რაც ევროპული კონვენციის მოთხოვნას წარმოადგენს.

ასეთი სამართლებრივი შეფასების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაუჭირა მხარი შეზღუდვის დაუყოვნებლად მოხსნას.

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ბოსნია-ჰერცეგოვინაში 20 მარტიდან მოქმედებს დროებითი აკრძალვა, რითაც იზღუდება 18-წლამდე და 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეთა გარეთ გამოსვლა.

აკრძალვის მოქმედების ვადა იწურებოდა 31 მარტს, მაგრამ იგი 27 მარტს გაგრძელდა გაუგებარი ფორმულირებით „შემდგომ შეტყობინებამდე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG