Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისგან სესხის აღებაზე უარის თქმა ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს გააღრმავებს


იგორ დოდონი
იგორ დოდონი

მოლდოვის პრეზიდენტი, რომელიც რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების მომხრეა, ოპოზიციას ადანაშაულებს რუსეთისგან 200 მილიონი ევროს სესხის აღების შესახებ შეთანხმების დაბლოკვაში, რაც, იგორ დოდონის აზრით, კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს.

რუსული სესხის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოლდოვის პარლამენტმა 23 აპრილს მოახდინა, მაგრამ პროევროპული ფრაქციის დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ შეთანხმება დაბლოკა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ იონ კიკუს თქმით, მოსკოვში გასულ კვირაში ხელმოწერილი სასესხო შეთანხმება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს შეაჩეროს მზარდი საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, გაორმაგდება და მთელი ეკონომიკური წარმოების 7 %-ს მიაღწევს.

ხოლო სახელმწიფოს ვალი პირველ სამ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის 25,5%-მდე გაიზრდება.

პროდასავლური ოპოზიცია აკრიტიკებს რუსეთისგან 10-წლიანი სესხის აღებას, რაც, ოპონენტების ვარაუდით, რუსეთის კომპანიების სასარგებლო პროექტების დაფინანსებაში დაიხარჯება და, ასევე, დაეხმარება პრორუსულად განწყობილ იგორ დოდონს, მეორე ვადითაც შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG