Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bellingcat-მა გაშიფრა რუსი პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი მეტსახელად „ელბრუსი“


პირი, რომელიც „ელბრუსის“ სახელწოდებით ფიგურირებს 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის საბრძოლო მოქმედებისა და მათ შორის დონბასში მალაიზიის კუთვნილი „ბოინგის“ ჩამოგდების დროს მოპოვებულ სატელეფონო ჩანაწერებში, რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ) პოლკოვნიკი იგორ ეგოროვია. ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის, გამოცემა The Insider და Spiegel-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში.

იუწყებიან, რომ ეგოროვი სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ მსახურობდა და 2014 წლის ზაფხულში მონაწილეობდა ყირიმის ანექსიაში, შემდეგ „სეპარატისტების კურატორი“ იყო ლუგანსკში, სადაც მას იცნობდნენ „ელბრუსის“ფსევდონიმით. ამავე ფსევდონიმით იგი ფიგურირებს მალაიზიის კუთვნილ „ბოინგის“ კატასტროფის საქმეშიც.

„ბოინგ 777“-ის რეისი MH17, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიფრინავდა, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონბასის თავზე რუსული წარმოების „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან გაშვებული რაკეტით იქნა ჩამოგდებული. აფეთქების შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი - 298 კაცი.

ეგოროვი ფიგურირებს ასევე უკრაინელი გენერლის, ვალერი შაიტანოვის საქმეში. მტკიცდება, რომ უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანი გადაიბირა სწორედ ეგოროვმა, რომელიც შაიტანოვს ხვდებოდა ევროპის ქვეყნებში. ბოლო ასეთი შეხვედრა მათ შორის გერმანიაში თებერვალს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG