Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა პასპორტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 აპრილს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის პასპორტის ასაღებად დაწესებული გადასახადისგან ათავისუფლებს თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლებს.

საგადასახადო კოდექსში მსგავი შესწორება 2020 წლის 17 აპრილს ჯერ სახელმწიფო სათათბირომ, ხოლო შემდეგ იმავე დღეს - ფედერაციის საბჭომ დაამტკიცეს.

ერთი წლით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უფლებას ანიჭებს სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებს გამარტივებული წესით მიიღონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტები. ამ ნაბიჯს მწვავე პროტესტი მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. კიევის პოზიცია გაიზიარა ევროკავშირმაც, რომელმაც განაცხადა, რომ არ ცნობს ამ დოკუმენტებს.

რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2019 წელს რუსეთის პასპორტები გამარტივებული წესით აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა 300 ათასმა ადამიანმა მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG