Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი მიესალმებიან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების სრულ გამართლებას


აზერბაიჯანის დროშა
აზერბაიჯანის დროშა

აშშ-ი და ევროკავშირი მიესალმებიან აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სრულ გამართლებას და იმედოვნებენ, რომ აზერბაჯანი შეწყვეტს დაშინებისა და დაპატიმრების პრაქტიკას ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც კონსტიტუციით მინიჭებული სიტყვის გამოხატვის უფლებას იყენებენ.

ილგარ მამედოვი, ოპოზიციური პარტია „რეალის“ (რესპუბლიკური ინიციატივის) ლიდერი და რასულ ჯაფაროვი, ცნობილი უფლებათდამცველი, ამავე პარტიის საბჭოს წევრი 23 აპრილს აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ, რასაც უფლებათდმაცველები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.

მამადოვი, რომელსაც არეულობის ორგანიზების ბრალდებით 7 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საპატიმროდან 2018 წელს გაათვისუფლდა და ამის შემდეგ ყველა სამართლებრივი გზით იბრძოდა თავისი სრული გამართლებისთვის.

ჯაფაროვი, რომელსაც გადასახადების თავიდან არიდებისა და უკანონო სამეწრმეო საქმიანობისათვის 2014 წელს მიუსაჯეს 6 წლიანი პატიმრობა, უზენაესმა სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ სცნო.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ილგარ მამედოვს 234 ათასი ($138 ათასი), ხოლო რასულ ჯაფაროვს 57,4 ათასი მანათი ($34 ათასი) უნდა გადაუხადოს მათი უკანონო და დაუსაბუთებელი პატიმრობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG