Accessibility links

ჭიდაობაში თბილისის საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს არ გაიმართება


ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი წლეულს არ გაიმართება. ტრადიციული ყოველწლიური შეჯიბრებისთვის ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობებში საქართველოს ივნისში უნდა ემასპინძლა, მაგრამ... მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2020 წლის კალენდარულ გეგმაში 30 ივნისამდე შეტანილი ყველა ტურნირი და მათ შორის თბილისისაც.

ამავე ვადებში (30 ივნისამდე) გასამართი ჩემპიონატები (ევროპის, აზიის, პან-ამერიკის) გადაიდო და ახალი თარიღების დასამტკიცებლად მოგვიანებით დაიწყება კონსულტაციები ორგანიზატორებს, ტექნიკურ კომისიასა და შესაბამის სპორტულ დეპარტამენტებს შორის.

რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის შესარჩევ სალიცენზიო საკვალიფიკაციო ტურნირებს, რომლებიც კორონავირუსის გამო წლეულს ვერ გაიმართა, ტოკიო-2020-ის მსგავსად, ერთი წლით გადაიდო და შედგება 2021 წლის გაზაფხულზე.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიადის უკვე გათამაშებული ლიცენზიები ძალაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG