Accessibility links

ბარსელონიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ


საქართველოში ესპანეთიდან, ბარსელონიდან საქართველოს 177 მოქალაქე დაბრუნდა. სპეცრეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა. მგზავრები აჭარაში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. მთავრობის მიერ შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, ჩარტერული ავიარეისი კომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავმა შეასრულა.

მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

27 აპრილი - ვარშავა-თბილისი;

30 აპრილი - მადრიდი-თბილისი;

2 მაისი - პრაღა-თბილისი;

5 მაისი - ათენი-თბილისი;

7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი;

9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა საკუთარ ვებსაიტზე ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 14,585 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით - ორგანიზებულად დაბრუნდა 7,786 მოქალაქე.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG