Accessibility links

ივანე მაჭავარიანი: ვისურვებდი, 6 თვის შემდეგ ისევ „ცეცხლის ჩაქრობის გზით“ არ ვიაროთ


ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, მნიშვნელოვანია რა ვადებში მოხდება ვირუსის დაძლევა და ეკონომიკის გახსნა. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ მან თქვა, რომ ისურვებდა 6 თვის შემდეგ ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის გზაზე იყოს:

„ვისურვებდი, რომ 6 თვის შემდეგ ისევ „ცეცხლის ჩაქრობის გზით“ არ ვიაროთ და ეკონომიკური აღმავლობის გზა ავირჩიოთ. ჩვეულებრივი ეკონომიკური კრიზისის დროს ქვეყნები პირდაპირ გადავიდნენ ეკონომიკის სტიმულირებაზე. ამ შემთხვევაში ჯერ მოდის ჰუმანიტარული ხელის გაწოდება და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის სტიმულირება, ვინაიდან ინფექციის აგრესიული გავრცელების ფონზე ეკონომიკის სტიმულირება შეუძლებელია“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიური გეგმა წარადგინა. ანტიკრიზისული გეგმით განისაზღვრა მოსახლეობის სოციალური დახმარების, ასევე covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ საქართველოში 444-ს მიაღწია, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 132. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG