Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 4 ახალ პაციენტს შორის არის 80 წლის ინფიცირებული


აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ოჯახის 4 წევრი შეიყვანეს. ისინი ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებიან. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მათ შორის ერთი 80 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება, ერთი კი არასრულწლოვანია.

მაკა სოლოღაშვილის თანახმად, ახალი პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის.

ამ დროისათვის ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ-19 დადასტურებული აქვს 26 პაციენტს. მათ შორის 3 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოდ ითვლება, ერთის კი - მძიმედ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 456 შეადგინა. Stop.Cov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ 132-ია, გარდაცვლილია 5 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG