Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია COVID-19-ით ინფიცირების 25 შემთხვევის დამატებას აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა ერთდროულად 25 ადამიანით აგრესიული ტესტირებით უნდა აიხსნას.

„გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ქვეყნის მთელი მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა.

ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა აი, ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია.

ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აი, ასეთი აგრესიული ტესტირების გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 25 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტი მოთავსდა, მათგან სამი ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება, ერთის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 456 შეადგინა. Stop.Cov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ 132-ია, გარდაცვლილია 5 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG