Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი იმედოვნებს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკას 16 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, ამ დროისათვის კლინიკიდან უკვე ეწერება 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, თუმცა დღის განმავლობაში კიდევ 11 პაციენტის მეორადი ანალიზის პასუხების შედეგები უნდა გახდეს ცნობილი.

„იმედი გვაქვს, რომ თერთმეტივე მოვა უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.

მისი განმარტებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის განთავსებულია 112 პაციენტი, მათგან 44 კოვიდინფიცირებულს მწვავე პნევმონია აღენიშნება, უარყოფითი დინამიკის გარეშე. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 8 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობაა მძიმე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 456 შეადგინა. Stop.Cov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ 132-ია, გარდაცვლილია 5 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG