Accessibility links

ახალციხეში საკარანტინო სივრცეში მყოფ პირს COVID-19 დაუდასტურდა


ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს, ლაბორატორიული კვლევებით COVID-19 დაუდასტურდა. ის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკა „იმედში“ მოწყობილ ცხელების ცენტრში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.

„ჩვენთან გუშინ შემოიყვანეს, დღეს დილით პასუხების მიღების შემდეგ წაიყვანეს, სავარაუდოდ, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. ჩვენი რეგიონის მაცხოვრებელი არ არის, ახალციხეში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბარძიმაძემ.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ცხელების ცენტრში რვა პაციენტი რჩება, აქედან სამის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხებს, სავარაუდოდ, დღეს, 25 აპრილს მიიღებენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 456 შეადგინა. Stop.Cov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ 132-ია, გარდაცვლილია 5 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG