Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში კორონავირუსის პანდემიის ფონზე მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილი შაბათობა გაიმართა


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა შაბათობაზე.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა შაბათობაზე.

25 აპრილს ბელარუსში კორონავირუსის პანდემიის ფონზე გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი შაბათობა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა შაბათობის დღეს გაემგზავრა გომელის ოლქში, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წელს მომხდარი კატასტროფის შედეგად. ბელარუსის ლიდერმა ფიჭვების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ლუკაშენკომ არ გააუქმა ტრადიციული შაბათობა. მაგრამ ხალხისადმი და პარლამენტისადმი მიმართვა, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი, განუსაზღვრელი ვადით გადადო.

უკანასკნელი მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების 9500-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 67 ადამიანი.

აპრილის დამდეგს ბელარუსი მოინახულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა დელეგაციამ. მათ ხელისუფლებას ურჩიეს, მოემზადოს COVID-19-ის ეპიდემიის უარყოფითი სცენარისთვის.

საპასუხოდ ლუკაშენკამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მინსკის მიმართ ტენდენციურობაში დასდო ბრალი და გამოვიდა მოწოდებით,კორონავირუსის შესახებ სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG