Accessibility links

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა


მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბანკი მეტყველებს, ამ დროისთვის მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2,8 მილიონი შემთხვევა.

ინფიცირებისა და გარდაცვლილთა ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია აშშ-ში. ინფიცირებულთა რიცხვი 925 ათასს უახლოვდება, გარდაცვლილია 52700-ზე მეტი.

გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპაში ყველაზე მძიმე ვითარებაა იტალიასა და ესპანეთში. იტალიაში COVID-19-ს 26384 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურებულია ინფიცირების 195 ათასზე მეტი შემთხვევა.

223 ათასზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი ესპანეთში, სადაც კორონავირუსის შედეგად 22900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთში, საიდანაც დაიწყო პანდემია გასული წლის ბოლოს, დადასტურებულია ინფიცირების 83900 შემთხვევა. გარდაცვლილია 4436.

საქართველოში ამ დროისთვის დაფიქსირებულია ინფიცირების 456 შემთხვევა, გარდაიცვალა 5.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG