Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 დაუდასტურდა თეთრიწყაროს კლინიკის ექთანს


თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ, კვლევის შედეგებით, კორონავირუსით ინფიცირება 38 ადამიანიდან დაუდასტურდა ერთს და ის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია, კერძოდ - ექთანი.

„ის ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს ჩივილით - ცხელებაზე სხვა ჩივილები არა აქვს პაციენტს და მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. მსუბუქი ფორმაა - ამ ეტაპზე სიცხეც აღარ აქვს. ახლა ხდება სხვა კლინიკაში მისი გადაყვანის ორგანიზება. ეს ექთანი გადმოყვანილია ჩვენთან ბინიდან“, - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოპიტლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ცხელების ცენტრის ფუნქციას ასრულებს.

26 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 456-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი. გარდაცვლილია 5 ადამიანი.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 203 000-ზე მეტია. COVID-19 ამ დროისთვის მსოფლიოში 2 898 082 ადამიანს დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG