Accessibility links

საქართველოში COVID-19-ის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა


26 აპრილს განახლებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა და ამჟამად 485-ს გაუტოლდა. გუშინდელი მონაცემებით, COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 456 იყო.

26 აპრილს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა COVID-19-ის დიაგნოზის მქონე კიდევ ერთი პაციენტი - 83 წლის კაცი.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტს „ქრონიკული პათოლოგიები“ აღენიშნებოდა.

„ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. ეს გამოვლინდა ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, რეანიმაციული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო“, - განაცხადა ლევან რატიანმა 26 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 203 000-ზე მეტია. COVID-19 ამ დროისთვის მსოფლიოში 2 898 082 ადამიანს დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG