Accessibility links

132 პირი 396 ათასი ლარით დაჯარიმდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის


ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით:

  • კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდა 75 პირი;
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის გამო - 24 პირი;
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო - 33 პირი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 3 000 ლარს, ხოლო
იურიდიული პირისთვის 15 000 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, 132 მოქალაქისთვის დაკისრებული საჯარიმო თანხის ოდენობა 396 ათას ლარს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, „წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“.

„პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს“, - აღნიშნულია 26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG