Accessibility links

COVID-19: ოკუპირებული აფხაზეთიდან იტყობინებიან 95 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ


აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, 95 წლის ქალი 26 აპრილს დილით გარდაიცვალა და მას, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გარდა, „მრავალრიცხოვანი თანმხლები დაავადებები“ აღენიშნებოდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პაციენტს COVID-19-ის დიაგნოზი ჯერ კიდევ 11 აპრილს დაუსვეს, თუმცა ის „კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა ჰოსპიტალიზაციაზე და თანხმობა მხოლოდ 20 აპრილს განაცხადა, მდგომარეობის მნიშვნელოვნად დამძიმების შემდეგ“.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მთავარი ექიმი ანჟელა არჩელია აღნიშნავს, „ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს რენტგენოლოგიური გაუმჯობესება აღენიშნებოდა, თუმცა საერთო მდგომარეობა მუდმივად მძიმე რჩებოდა“.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ 7 აპრილს გახდა ცნობილი. მანამდე სოხუმში ასეთ ინფორმაციას უარყოფდნენ. ამ დრომდე ადასტურებენ მხოლოდ 3 შემთხვევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG