Accessibility links

რუსეთში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი


რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 80 ათასს გადააჭარბა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში აღირიცხა 6361 ახალი შემთხვევა, რაც რუსეთისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ბოლო ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 80949-ს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

შტაბის თანახმად, ინფიცირებულთა თითქმის ნახევარს არ ჰქონია კორონავირუსით ინფიცირების კლინიკური გამოვლინება.

გუშინ რუსეთში აღირიცხა COVID-19-ით ერთ დღეში გარდაცვლილთა სარეკორდო რაოდენობა - 66. ამ შემთხვევათა ნახევარზე მეტი მოსკოვზე მოდის.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, რომლის ინფორმაცია ყველაზე ზუსტად მიიჩნევა, რუსეთს მსოფლიოში მეათე ადგილი უკავია კორონავირუსით ინფიცირების მიხედვით და ის მალე ჩინეთს გაუსწრებს ინფიცირების დადასტურებული რაოდენობით.

ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 203000-ზე მეტია. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,9 მილიონს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG