Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის ორ ფერმაში COVID-19-ით ცხოველების დაავადება დადასტურდა


ნიდერლანდში, წაულას ორ ფერმაში ჩატარებულმა ტესტმა COVID-19-ით ცხოველების დაავადება გამოავლინა, იტყობინება Associated Press-ი.

კვირას ნიდერლანდის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მანამდე ორი ფერმის რამდენიმე თანამშრომელს შეენიშნებოდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები. სამინისტროს თანახმად, ამიტომ „სავარაუდოა, რომ ეს არის ადამიანიდან ცხოველზე ინფექციის გადასვლის შემთხვევები“.

ხელისუფლება ჩრდილოეთ ბრაბანტის რეგიონში მდებარე ფერმების გარშემო 400 მეტრის რადიუსით კეტავს გზებს უსაფრთხოების მოსაზრებებით. ნიდერლანდის მასშტაბით კორონავირუსი ამ რეგიონში ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

სიასამური არ არის პირველი ცხოველი, რომელსაც COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. მანამდე ინფექცია აღმოაჩნდა ორ შინაურ კატას ნიუ-იორკის შტატში და რამდენიმე ვეფხვსა და ლომს ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში. დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ცხოველთა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებშიც.

დღეისთვის ნიდერლანდში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 38 ათასს გადააჭარბა. უკანასკნელ დღე-ღამეში გარდაიცვალა 66 ადამიანი, რის შემდეგაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4490-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG