Accessibility links

გერმანიის შრომის მინისტრი: შინიდან მუშაობის უფლება კანონით უნდა იყოს დაცული პანდემიის შემდეგაც კი


გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრს, ჰუბერტუს ჰაილს სურს, შინიდან მუშაობის უფლება კანონით იქნეს დაცული კორონავირუსის პანდემიის შემდეგაც კი.

ჰაილმა 26 აპრილს Bild am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შემოდგომაზე აპირებს ამის შესახებ კანონმდებლობის ინიცირებას.

მინისტრის თქმით, პანდემიის პერიოდში შინიდან მუშაობის წილი 12%-დან 25%-მდე გაიზარდა და 8 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.

„ყველას, ვისაც სურს და ვისი სამუშაოც ამის საშუალებას იძლევა, უფლება უნდა ჰქონდეს შინიდან იმუშაოს კორონის პანდემიის ჩავლის შემდეგაც კი“, თქვა ჰუბერტუს ჰაილმა. „პანდემიის პერიოდში ვსწავლობთ, რამდენი საქმის კეთება შეიძლება დღეს შინიდან“.

ჰაილმა აღნიშნა, რომ შინიდან მუშაობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მისი თქმით, ადამიანებს შეუძლიათ მთლიანად შინიდან მუშაობაზე გადავიდნენ ან კვირაში მხოლოდ ერთ ან ორ დღეს გააკეთონ ეს.

კანცლერ ანგელა მერკელის მმართველ კოალიციაში შემავალი მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ეკუთვნის ჰუბერტუს ჰაილი, ჯერ კიდევ შემოდგომაზე, კორონავირუსის პანდემიამდე ბევრად ადრე გამოვიდა ინიციატივით, ხალხს კანონით მიენიჭოს შინიდან მუშაობის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG