Accessibility links

როჰანი: ირანში იწყება რეგიონების ფერებად დახარისხება COVID-19-ის რისკის კლასიფიკაციისთვის


ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 26 აპრილს განაცხადა, რომ ჯანდაცვის მუშაკები მთელ ქვეყანაში იწყებენ ფერებზე დამყარებული სისტემის შემოღებას COVID-19-ის რისკის კლასიფიკაციისთვის, რამაც შეიძლება შეამზადოს რელიგიური ობიექტების გახსნა და მასობრივი ლოცვის დაშვება ქვეყნის იმ ნაწილებში, რომლებსაც ნაკლებად შეეხო პანდემია.

კვირას როჰანიმ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებს დაყოფს „წითელ“, „ყვითელ“ და „თეთრ“ კატეგორიებად. მეჩეთები და წმინდა ადგილები კვლავ გაიხსნება რეგიონებში, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში დარჩება „თეთრი“.

ოფიალური მონაცემებით, ამჟამად ირანში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 90400-ზე მეტი და გარდაცვალების 5710 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG