Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ: ვაშინგტონი ისრაელს ორი თვის განმავლობაში მისცემს ნიშანს ტერიტორიების ანექისიისთვის


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი ისრაელს ორი თვის განმავლობაში მისცემს ნიშანს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ნაწილების დე ფაქტო ანექსიისთვის.

პალესტინელები აღშფოთებას გამოხატავენ ისრაელის გეგმის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ის პოზიციების გამაგრებას ცდილობს 1967 წლის ომის შედეგად ხელში ჩაგდებულ მიწაზე. ამ ტერიტორიებზე პალესტინელებს საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურთ.

გასულ კვირაში, თავის ცენტრისტ მეტოქესთან, ბენი განცთან ერთობის მთავრობის შექმნის თაობაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ 1 ივლისს დაიწყება საპარლამენტო დისკუსიები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაულ დასახლებებზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელების თემაზე.

ნეთანიაჰუსა და განცს შორის მიღწეული შეთანხმებით, ასეთი ნაბიჯი ვაშინგტონთან უნდა იქნეს შეთანხმებული.

პალესტინელები და მრავალი ქვეყანა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაულ დასახლებებს უკანონოდ მიიჩნევენ ჟენევის კონვენციის მიხედვით, რომელიც კრძალავს ომის მსვლელობაში დაკავებულ ტერიტორიებზე დასახლებას.

ისრაელი ეწინააღმდეგება ამას და არგუმენტად მოჰყავს უსაფრთხოების გარემოებები და ამ მიწასთან ბიბლიური, ისტორიული და პოლიტიკური კავშირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG