Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 486-ია COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი


27 აპრილის 7:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 486-ია. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი. გარდაცვლილია 6.

"ახლა ჩვენ წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პიკი რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ, ასე ვთქვათ, პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა, ჯომოლუნგმა რომ არ იყოს და იყოს პატარა გორაკი“, - განაცხადა 26 აპრილს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4833 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG