Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული ეპისკოპოსი


ეპისკოპოსი ბენიამინი
ეპისკოპოსი ბენიამინი

რუსეთში COVID-19-ით გარდაიცვალა ჟელეზნოგორსკის ეპისკოპოსი, 54 წლის ბენიამინ კოროლიოვი. საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეპისკოპოსი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, 26 აპრილს, კურსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რუსული მედიით და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შორის კორონავირუსი მასობრივადაა გავრცელებული და საპატრიარქო ამას მალავს. 25 აპრილს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ვლადიმირ ლეგოიდამ მსგავსი ცნობები უარყო და განაცხადა, მღვდლებს შორის დაავადების მაჩვენებელი იმაზე მეტი არ არის, რამდენიც საზოგადოების სხვა ფენების წარმომადგენლებში. ამასთან, ლეგოიდა არ ასახელებს, რამდენი სასულიერო პირი დაინფიცირდა.

კორონავირუსის გამო რუსეთის ეკლესიამ ტაძრებში მრევლის ყოფნა შეზღუდა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვი 81 ათასს უახლოვდება. გარდაცვლილია 747.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG