Accessibility links

COVID19-ით ევროკავშირის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში გარდაცვალებამ იკლო


მადრიდის ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომლები პატივს მიაგებენ COVID-19-ით გარდაცვლილი მთავარი ქირურგის ხსოვნას. 2020 წლის 20 აპრილი

კორონავირუსის პანდემიით ევროკავშირის 4 ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოში ლეტალური შედეგების მაჩვენებელმა იკლო. იტალიაში, რომელიც აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა გარდაცვლილთა რიცხვით, 26 აპრილს დაფიქსირდა 260 ლეტალური შედეგი, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იტალიაში უკვე დაავადდა 197 000-ზე მეტი ადამიანი და 26 600-ზე მეტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რიცხვით ევროპაში მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში ლეტალური შედეგების მაჩვენებელი თითქმის 100-ით შემცირდა. ესპანეთში სულ დაავადდა 226 000-ზე მეტი ადამიანი, მათგან 23 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

საფრანგეთში 26 აპრილს 242 ადამიანი გარდაიცვალა. წინა დღეს გარდაცვლილთა რიცხვი 369 იყო. საფრანგეთში დაავადებულთა საერთო რიცხვი 162 000-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილების 22 800-ს.

გერმანიაში 26 აპრილს გარდაიცვალა 99 პაციენტი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გერმანიაში უკვე დაავადდა 157 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 5 900-ზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG