Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა


საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 486-დან 496-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განახლებული მონაცემები 27 აპრილს, 10:30 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საერთო ჯამში, დადასტურებული 496 შემთხვევიდან 149 პაციენტი უკვე განიკურნა. 6 გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4833 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG