Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან ჩეხეთში კიდევ უფრო რბილდება აკრძალვები და შეზღუდვები


კორონავირუსის პანდემიის აფეთქების სტაბილიზების ფონზე ჩეხეთის მთავრობა აგრძელებს აკრძალვების და შეზღუდვების ეტაპობრივი შერბილების პოლიტიკას. 27 აპრილიდან ქვეყნის მტელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები, რომელთა ფართობი 2500 კვადრატულ მეტრს აღემატება. მათთან ერთად ამოქმედდება „ფიტნეს ცენტრები“, ბიბლიოთეკები და ზოოლოგიური პარკები, რომლებსაც გარე გამოფენები აქვს.

უფრო დიდი სავაჭრო ობიექტები, ასევე სავაჭრო ცენტრები, საპარიკმახეროები და „სილამაზის სალონები“ მუშაობას განაახელებენ 11 მაისის მერე, ხოლო რესტორნები, სასტუმროები, თეატრები და სხვა ობიექტები - 25 მაისს.

უფრო ადრე 20 აპრილიდან ჩეხეთში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზრები, სახელოსნოები, ავტოსალონები და ძაღლების მოვლის სალონები გახსნეს.

24 აპრილიდან ჩეხეთში დაშვებულია 10-მდე პირის შეკრება.

მანამდე 23 აპრილს გამოცხადდა, რომ ჩეხეთი აუქმებს აკრძალვას, რომელიც ეხებოდა არააუცილებელ გადაადგილებას და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას, თუმცა საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

ჩეხეთის საზღვრის გადმოკვეთისას სავალდებულო იქნება ნეგატიური ტესტის წარდგენა ან ორ კვირიანი კარანტინი. საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება ექნებათ ჩეხეთის მოქალაქეებსა და ბინადრობის მქონე პირებს.

ჩეხეთის ტერიტორიაზე ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების წესი და პირბადეების სავალდებულო მოხმარება ივნისის ჩათვლით.

მიუხედავად საფეხურებრივი შერბილების პოლიტიკისა, ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას 25 მაისამდე ითვალისწინებს.

მარტის შუა რიცხვებში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ჩეხეთში 30 აპრილს იწურებდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ეპიდემიის განმავლობაში ჩეხეთში კორონავირუსით დაავადდა 7404 კაცი, 2000-მდე პაციენტი განიკურნა. 221-ი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG