Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SIPRI: მსოფლიო მასშტაბით შეიარაღებულ ძალებზე 2019 წელს $1.92 ტრილიონი დაიხარჯა


გლობალურმა სამხედრო დანახარჯებმა 2019 წელს 1,92 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია შვედეთში მდებარე (SIPRI) სტოკჰოლმში დაფუძნებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად.

შედარებისათვის, შეიარაღებული ძალების დაფინანსებამ 2018 წელს 1, 822 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ანუ ზრდა დაახლოებით 3,6%-ს შეადგენს.

SIPRI-ს მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სამხედრო სფეროზე ყველაზე მეტს ხარჯავენ აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი და რუსეთი. ჯამში, ამ ქვეყნებზე 2019 წელს მოდიოდა გლობალური სამხედრო დანახარჯების 62%.

სამხედრო დანახარჯების მხრივ უპირობოდ ლიდერობს აშშ, რომელმაც შარშან თავდაცვაზე დახარჯა $732 მილიარდი, წინა წელთან 5,2%-ით მეტი, რაც დანარჩენი, 10 ყველაზე დიდ სამხედრობიუჯეტიანი ქვეყნის მთლიან დანახარჯებს აღემატება.

„აშშ-ის სამხედრო დანახარჯების ამჟამინდელი ზრდა განპირობებულია ზესახელმწიფოებს შორის კონკურენციის სავარაუდო დაბრუნებით“, - განაცხადა პეტერ ვეზემანმა, SIPRI-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა.

შარშან სამხედრო დანახარჯები 5,1%-ით და 4,5%-ით გაზარდეს ჩინეთმა და რუსეთმა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სამხედრო დანახარჯებით - $65.1 მილიარდით, ათჯერ ჩამორჩება აშშ-ს, ითვლება, რომ ის შეიარაღებულ ძალებზე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 3,9%-ს ხარჯავს, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG