Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელიცაა


კორონავირუსი დაუდასტურდა თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მერიის ამ თანამშრომელთან მჭიდრო კონტაქტის მქონე სხვა პირების ტესტირების პასუხი უარყოფითია.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მკაცრი კარანტინის ზონად 26 აპრილს გამოცხადდა კორონავირუსის 12 შემთხვევის დადასტურების შემდეგ. მთლიანად მუნიციპალიტეტში ინფიცირებულია 20 ადამიანი. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე პირები თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან.

27 აპრილს დილით, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 26 თებერვლიდან ქვეყანაში სულ გამოვლენილია 496 შემთხვევა. მათგან 149 გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG