Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან დავითაშვილი: ბაზრების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, ყველა ვერ იმუშავებს


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული 80-მდე ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ჰიგიენური სტანდარტების ნორმებს და ინფექციის გავრცელების რისკებს ვერ აზღვევს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა", - თქვა მან.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ჰიგიენური ნორმების გარდა, ბაზრებმა მოვაჭრეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიძიოს და ჩაატაროს კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები.

საქართველოში დღეიდან, 27 აპრილიდან აგრარული ბაზრების გახსნა ნებადართულია. თუმცა, ყველგან აუცილებელია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, სხვა შემთხვევაში მათ საქმიანობა შეუჩერდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG